Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია მოსახლეობას აფრთხილებს
ambebi.ge
29 May 2017, 18:20
გაზგამანაწილებელი სადგურების მოდერნიზაციის სამუშაოების გამო, ხვალ, შესაძლოა, ოდორანტის მცირე სუნი დაფიქსირდეს.

ინფორმაციას ამის შესახებ "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" ავრცელებს.

"საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" აგრძელებს გაზგამანაწილებელი სადგურების მოდერნიზაციის სამუშაოებს. ამ ეტაპზე ავტომატური ოდორიზაციის კვანძები გაჩიანისა და გლდანის გაზგამანაწილებელ სადგურებში დამონტაჟდა, რომლებიც მიმდინარე წლის 30 მაისს, 11:00 საათიდან ტესტირების რეჟიმში ჩაირთვება. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, შესაძლოა, დღის განმავლობაში ოდორანტის მცირე სუნი დაფიქსირდეს. აღსანიშნავია, რომ ოდორანტი ადამიანის ჯანმრთელობისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს და ის გამოიყენება ბუნებრივი გაზისთვის სპეციფიური სუნის მისაცემად, რათა გაჟონვის შემთხვევაში დროულად აღმოიფხვრას ტექნიკური ხარვეზი. Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. აქვე დავძენთ, რომ ავტომატური ოდორიზაციის კვანძის ექსპლუატაციაში შესვლა ხელს შეუწყობს ოდორანტის ნორმირებულ ხარჯვას, რაც გამორიცხავს ბუნებრივი გაზის ჭარბი დოზით ოდორიზებას. ამ დრომდე ბუნებრივი გაზის ოდორიზაციის პროცესი მექანიკურად, პასუხისმგებელი ოპერატორის მიერ ხორციელდებოდა. უახლოეს მომავალში "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" მიერ ოდორიზაციის ავტომატიზირებული სისტემით საქართველოს ყველა საკვანძო გაზგამანაწილებელი სადგური აღიჭურვება", - ნათქვამია "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი